უკრაინამ ლეონიდ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 18:26 | 12.09.2017
ნანახია: 1619

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის ყოფილ მერზე ლეონიდ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა. ჩერნოვეცკი შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე უკვე ძებნილთა სიაშია და მითითებულია, რომ ის იძებნება, როგორც პირი, რომელიც პროკურატურის ორგანოებს ემალება.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 25 ივლისს სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ლეონიდ ჩერნოვეცკის დაპატიმრებისა და აღკვეთის ღონისძების შეფარდებასთან დაკავშირებით.

ჩერნოვეცკის წინააღმდეგ საქმე კიევში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით არის აღძრული.

ჩერნოვეცკი ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, გენერალური პროკურორის იული ლუცენკოს პირად შურისძიებად აფასებს.

ჩერნოვეცკი კიევის მერი 2006-2012 წლებში იყო, ამჟამად ის საქართველოს მოქალაქეა და ქობულეთში ცხოვრობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე