,,საქართველოს ბანკი” მწუხარებას გამოთქვამს მის ფილიალში განხორციელებულ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით

საქართველო, თბილისი - 18:01 | 12.09.2017
ნანახია: 1275

,,საქართველოს ბანკი” მწუხარებას გამოთქვამს მის ფილიალში განხორციელებულ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ბანკის წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა. ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან ოპერატიულად პოლიცია ადგილზე მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა. საქართველოს ბანკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ,,საქრთველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე