,,საქართველოს ბანკში'' შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 17:19 | 12.09.2017
ნანახია: 1767

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა. 

როგორც შსს-ში ,,პრაიმნიუსჯორჯიას'' განუცხადეს, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ის წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა.

საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან 1,5 წუთში პოლიცია ადგილზე მივიდა.

პოლიციამ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობა არჩია.

ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე