აბანოთუბანში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

საქართველო, თბილისი - 11:10 | 12.09.2017
ნანახია: 1301

აბანოთუბანში შუა ხნის მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. თვითმხილველების ინფორცმაციით, მოკლული სავარაუდოდ, ეთნიკურად აზერბაიჯანელია და რუსეთში კრიმინალური წარსულის გამო იძებნებოდა.

ვითმხილველების ინფორმაციით, ის რესტორან ,,პურის სახლში" ამ დროისთვის დაუდგენელ პირთან ერთად იმყოფებოდა. რესტორნის დატოვების შემდეგ კი, მათ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

ცხედარი ,,ტოიოტას" მარკის ჯიპში იპოვეს. 

მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

ცხედარი პროზექტურაში შემთხვევიდან დაახლოებით 5 საათში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე