თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:43 | 12.09.2017
ნანახია: 1176

10 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ დერმეში, საქართველოს მოქალაქე, 51 წლის ანა საფარიანი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, თავმდამსხმელმა ქუჩაში ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც ის მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით ქალი დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ადგილობრივი მცხოვრები, 44 წლის მესუთ ოზკანი. დაკავების მომენტში ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოკლულს ახლოს იცნობდა, დანაშაული კი ფულს უკავშირდება. მისივე თქმით, მოკლულს 400 ლარი ასესხა, რის დაბრუნებაზეც ის უარს ეუბნებოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე