ირაკლი ფირცხალავას მეუღლე პროკურატურაში დაკითხვაზე უარს აცხადებს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 11.09.2017
ნანახია: 1528

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე - ნინო ხვიტია პროკურატურაში დაკითხვაზე უარს აცხადებს და დასძენს, რომ სასამართლოში, მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას.

როგორ ხვიტია ამბობს, ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კობა გოგატიშვილი, მისივე ინიციატივით ხვდებოდა.

„დღეს მქონდა შეთანხმება პროკურატურასთან. შევცვალე ეს შეთანხმება. უკვე მაღალი ვარაუდით დავრწმუნდი, რომ გოგატიშვილი თავისი სურვილით მოვიდა, გადმომცა ინფორმაცია, რაც არის რეალური.

ის აღმოჩნდა პროკურატურის ხელში, გაგი მოსიაშვილისა და ჩიქოვანის ხელში. მათი ხელით მოხდა აბდაუბდა ჩვენების შეთითხვნა. ამას ადასტურებს ბევრი რამ. ბრიფინგზე ამბობდა ეს ადამიანი, მემუქრებოდნენო და თუ ჩვენ ვუკავშირდებოდით, ვიცი, რომ დათო ხაჟალიასაც დაუკავშირდა. მე არ მივდივარ პროკურატურაში, სასამართლოს წესით ვითხოვ დაკითხვას. 

მამუკა ვასაძე კურირებს საგამოძიებო ნაწილს და უნდა გადადგეს. მოვითხოვ ჩვენების გასაჯაროებას. ჩემი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ რას დაწერს გაგი მოსიაშვილი კიდე არ ვიცი. 40 წუთიანი ჩანაწერი სახალხო დამცველს აქვს ახლა", - აცხადებს ხვიტია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე