საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 11.09.2017
ნანახია: 1248

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, ზუგდიდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 13 377 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება  37 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6 დან 8 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე