,,თუმანიშვილის თეატრის'' ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველო, თბილისი - 16:36 | 10.09.2017
ნანახია: 1930

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, ოფიციალურად წარადგინა.

წარდგენას არ დაესწრო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, რომელიც სავარუდოდ, თბილისში არ იმყოფება. 

სიხარულიძის თქმით, სურვილის შემთხვევაში ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს თეატრში რეჟისორის თანამდებობაზე საქმიანობის გაგრძელება შეუძლია. 

„უპირველეს ყოვლისა, ქალბატონ ქეთიზეა დამოკიდებული თუ რა არჩევანს გააკეთებს და შემდეგ უკვე დავფიქრდებით. ერთგვარი იურიდიული ფორმალობაა. თუ როგორ გადაწყდება და რანაირად გადაწყდება, ამას მომავალში ვნახავთ“, - განაცხადა თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი სიხარულიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე