,,თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა'' თეატრს გიორგი სიხარულიძე უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 16:35 | 10.09.2017
ნანახია: 2922

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი სიხარულიძე წარადგინა. 

წარდგენა მედიისთვის დახურული აღმოჩნდა და მას თეატრის დასი და თანამშრომლები დაესწრნენ.

„ძალიან მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა ჩვენმა შეხვედრამ. ყველას ჰქონდა საშუალება საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოთქმის. ეს ალბათ ბუნებრივიც არის, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხთთან მიმართებაში არსებობს, როგორც სამინისტროსა და თეატრის, ისე შიგნით დასში, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაღაც დაპირისპირებას“, - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოსტზე კონკურსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 11 ივლისს გამოცხადა. თუმანიშვილის თეატრში ამ პოზიციაზე შევიდა ორი განცხადება - მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელის, ქეთი დოლიძის და რეჟისორ გიორგი სიხარულიძის, რომელიც მანამდე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ხელმძღვანელობდა. 

 

 
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე