შავნაბადას მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 14:20 | 10.09.2017
ნანახია: 1051

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, ნახანძრალი ტერიტორიიდან ცოცხალი ძალის გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

შავნაბადას მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. რთული რელიეფის მიუხედავად, გაიჭრა გზები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ადგილზე შეყვანა მოხერხდა. ხანძრის გაჩენის პირველივე დღეებში, ცეცხლის უმოკლეს დროში ლიკვიდაციის მიზნით, პროცესებში ჩაერთო 2 ვერტმფრენი.

პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა ნაწილი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე