ავარია სოფელ მელაანთან - 15 წლის მოზარდი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 11:26 | 10.09.2017
ნანახია: 1903

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მელაანთან. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულია 11 მგზავრი.

განსაკუთრებით მძიმეა 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე