შსს-მ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 10.09.2017
ნანახია: 1317

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს საუბნო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ჯ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე - 1987 წელს დაბადებულ დ.ს.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ასევე დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება წარსულშიც რამდენჯერმე ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა დ.ჯ. საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე