რატომ აღარ გაიმართება ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში?

საქართველო, თბილისი - 10:48 | 08.09.2017
ნანახია: 3215

საქართველოში ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის დაგეგმილი კონცერტები წელს აღარ გაიმართება.

16 და 17 სექტემბერს  Black See Arena-ზე დანიშნული კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა, რის მიზეზადაც ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდებოდა. 

როგორც ,,სოლოში” განაცხადეს, ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება.

სურვილის შემთხვევაში, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მომხმარებლებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და მიიღონ ბილეთების ღირებულების თანხა. 

ამასთან, ბილეთების გაყიდვა განახლებული თარიღებით 20 სექტემბრიდან დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე