თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - რა მოხდა ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში

საქართველო, თბილისი - 10:34 | 08.09.2017
ნანახია: 1887

თურქეთში, ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმროში მუსიკოსად მუშაობდა.

როგორც ირკვევა, 59 წლის მამაკაცი ნომერში შეუძლოდ გახდა. მისმა მეგობარმა დახმარებისთვის სამედიცინო ჯგუფს მიმართა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. 

ვრცელდება ვერსია, რომ სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებული დოზა გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე