როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველში

საქართველო, თბილისი - 17:25 | 07.09.2017
ნანახია: 2528

8 აგვისტოს საქართველოში ძლიერი ქარი მოსალოდნელი არაა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, ქარი ღამით შენარჩუნდება, თუმცა შესუსტებას დაიწყებს და ხვალიდან 5 მ/წმ სიჩქარით იქროლებს.

„8 აგვისტოდან საქართველოში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სითბო 24-დან 29 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 25-დან 30 გრადუსამდე.“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, სვანეთში მთაში 2 500 მეტრ სიმაღლეზე მოთოვა, სადაც დასახლებული ტერიტორია არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე