მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული მანქანები - ძლიერი ქარი თბილისში

საქართველო, თბილისი - 15:50 | 07.09.2017
ნანახია: 7023

თბილისში ძლიერი ქარია. როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, ქარის გამო ათობით გამოძახება დაფიქსირდა და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილებზე არიან გასული.

აღსანიშნავია, რომ სტიქიამ რამდენიმე უბანში ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ავტომობილები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე