ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

საქართველო, თბილისი - 12:31 | 07.09.2017
ნანახია: 1278

ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

როგორც მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, ორივე პაციენტს უტარდება სტაციონალური მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, ქალბატონის მდგომარეობა მძიმე რჩება, მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ქალბატონი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

ორივე პიროვნება დაცვის სამსახურ ,,ალგანში” მუშაობდა, თუმცა დეტალები კომპანიისთვისაც უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე