ბათუმში შტორმის სიმძლავრე ზღვაზე 4-5 ბალს აღწევს

საქართველო, თბილისი - 12:24 | 07.09.2017
ნანახია: 1544

ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს. წვიმის შედეგად დაიტბორა ე.წ. ჭაობის დასახლება, ის ადგილები სადაც სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შტორმის სიმძლავრე ზღვაზე 4-5 ბალს აღწევს.  

ადგილზე გასულები არიან სპეციალისტები და ქალაქში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა წყლის დაგუბება არ მოხდეს.

წვიმისა და ქარის შედეგად სანაპიროზე ერთ-ერთი ღამის კლუბის შენობაც დააზიანა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე