„პიქსელის“ შენობაში დაჭრილ ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

საქართველო, თბილისი - 13:40 | 06.09.2017
ნანახია: 1503

„პიქსელის“ შენობაში დაჭრილ ქალს თბილისის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 

საზოგადოებრივის ინფორმაციით, ქალბატონის მეუღლეს ჭრილობას უმუშავებენ და ცოტა ხანში გადაწყდება, შეიყვანენ თუ არა მას საოპერაციოდ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ “პიქსელის“ შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, მოგვიანებთ, ქმარმა თავადაც თვითდაზიანება მიიყენა.

გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე