თბილისში საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:01 | 06.09.2017
ნანახია: 1133

19-20 სექტემბერს, თბილისში საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიება 19 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის ტექნოპარკში გაიხსნება. ფორუმი 20 სექტემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო "ბილტმორში" ბიზნესის ორმხრივი შეხვედრებით გაგრძელდება.

ღონისძიებას    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები, ასევე    სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის   მოადგილე,  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი  და ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე  ვაჰიდ აჰმადი გახსნიან. ბიზნეს ფორუმის მიზანია საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს-წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარება.  ქართული და ირანული კომპანიების  წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. 

ირანის ბიზნეს- დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს:  ფარმაცია, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები, სამშენებლო მასალები, საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), წყლის გამწმენდი დანადგარები,  ენერგოსისტემა, ნანოტექნოლოგიები, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტრონიკა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე