შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 12:17 | 06.09.2017
ნანახია: 1195

6 სექტემბერს დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ნალექი; 7 სექტემბერს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ძალიან ძლიერი (უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე