პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი არის წარსული - ირაკლი სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:07 | 06.09.2017
ნანახია: 1038

პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი არის წარსული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უშიშროების და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ჩვეულებრივი სამართლებრივი რეაგირება.

„პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი არის წარსული, მან ჩვენ გვასწავლა, როგორ არ უნდა ვმართოთ ქვეყანა და ის შეცდომები, რომელიც ქვეყანამ დაუშვა და რიგ შემთხვევაში ეს იყო არა შეცდომები არამედ დანაშაულები, ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს. სხვა დანარჩენ კითხვებზე მიმართეთ სამართალდამცავებს იმიტომ, რომ ისინი კანონის შესაბამისად მოქმედებენ. ის არის ძებნილი და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ჩვეულებრივი სამართლებრივი რეაგირება,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე