რუსეთის მხრიდან ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო ვისჯებით - მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:46 | 06.09.2017
ნანახია: 998

რუსეთის მხრიდან ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო ვისჯებით - გიორგი მარგველაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში, კრინიცას ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა, სადაც მას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ისწრაფვის ისტორიული ოჯახში, ევროპაში დაბრუნებისკენ, მაგრამ არსებობს ტენდენცია, რომ საქართველოს მსგავს ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოსდევს.

„რუსეთის მხრიდან ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო ვისჯებით. ეს მოხდა 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების ძალისმიერი ოკუპაციით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ისწრაფვის ისტორიული ოჯახში, ევროპაში დაბრუნებისკენ, მაგრამ არსებობს ტენდენცია, რომ საქართველოს მსგავს ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოსდევს. რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკას არ მოაქვს არაფერი კარგი არც რუსეთისთვის და არც მისი მეზობლებისთვის. რუსეთისთვის მხოლოდ მომგებიანი იქნება ძლიერი, ევროკავშირის წევრი მეზობელი. რუსეთი რაციონალურ დიალოგზე დათანხმება არა მხოლოდ საქართველოს არამედ ევროპის ქვეყნების ინტერესებში შედის. ვფიქრობ, ოდესმე ეს შესაძლებელი იქნება”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე