პოლიციელმა ჟურნალისტი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 18:25 | 05.09.2017
ნანახია: 1062

ოჰაიოს შტატში სამართალდამცველმა ჟურნალისტი დაჭრა. ვიდეოკამერა პოლიციელს იარაღი ეგონა და ჟურნალისტს ესროლა.

ინციდენტი ქალაქ ნიუ კარლაილში მოხდა.

ენდი გრიმი რეპორტაჟისთვის ფოტოებს იღებდა. მძიმედ დაჭრილ ჟურნალისტს ოპერაცია დასჭირდა.

ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე