ლარი გაუფასურებას აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 17:05 | 05.09.2017
ნანახია: 1250

5 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4926 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4502 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  4.24 თეთრი შეადგინა.                             

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9662 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9177 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.85 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.7236 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2299 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 სექტემბერიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე