აგვისტოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 66%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 16:52 | 05.09.2017
ნანახია: 1107

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა. აეროპორტის ინფორმაციით, აგვისტოში მიმდინარე წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 50 170 შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 66% - ით მეტია.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 74% -ით არის გაზრდილი  აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც. 2017 წლის აგვისტოს მონაცემები 211 რეისს ითვლის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე