მეუფე დიმიტრი 18:00 საათზე განცხადებას გააკეთებს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 05.09.2017
ნანახია: 1054

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი დიმიტრი, ე.წ ციანიდის საქმეზე და დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის დღეს გამოტანილ განაჩენზე განცხადებას დღეს, 18:00 საათზე გააკეთებს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე კათოლიკოს- პატრიარქის ძმისშვილი 18 ივლისს დაკითხეს. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჩვენების დროს გიორგი მამალაძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, რუსთავი2-მა მოიპოვა ახალი კადრები. ვიდეო წარმოადგენს სრულ ვერსიას იმ ფარული ჩანაწერების, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა. ახალი კადრების მიხედვით ცნობილი ხდება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გერმანიაში საკუთარი ინიციატივით არ გამგზავრებულა და ის მეუფე დიმიტრიმ დაიბარა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე