,,ტრამპი ჩემი საცოლე არ არის, არც საქმრო'' - ვლადიმერ პუტინი

საქართველო, თბილისი - 13:10 | 05.09.2017
ნანახია: 1254

რუსეთის პრეზიდენტმა „ბრიქსის“ სამიტზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც  ჟურნალისტის კითხვაზე, იმედგაცრუებულია თუ არა აშშ-ს პრეზიდენტით,  ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დასმული კითხვა გულუბრყვილოა.

„ტრამპი ჩემი საცოლე არ არის, არც მე ვარ მისი საცოლე, არც საქმრო. ჩვენ სახელმწიფო საქმიანობაში ვართ ჩართულნი“, - განაცხადა მან. 

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ის შეძლებს აშშ-ს პრეზიდენტთან კომპრომისის გამონახვას. 

„ტრამპი თავის საქმიანობაში თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მე ჩემი ქვეყნის ინტერესებით. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ორმხრივი და საერთაშორისო საკითხების გადაჭრისას კომპრომისის გამონახვას. ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, რუსეთი უფლებას იტოვებს შემდგომში რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა შეამციროს, მაგრამ ჯერ ამას არ გააკეთებს.

,,მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ გაათანაბრონ რუსეთში და აშშ-ში მყოფი დიპლომატების რაოდენობა. რუსეთში დაახლოებით 1300 ამერიკელი დიპლომატი მუშაობდა, ხოლო აშშ-ში კი 455 რუსი დიპლომატი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე