ართანასთან, შილდასთან და ხახაბოსთან ხანძარს ებრძვიან

საქართველო, თბილისი - 12:56 | 05.09.2017
ნანახია: 1042

კახეთში ხანძარს სამ ადგილას - ართანასთანშილდასთან და ხახაბოსთან ებრძვიან.

სოფელ ართანასთან ხანძრის ქრობისსამუშაოებში ჩართულია ავიაცია. ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოებს, რომელიც უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს ძლიერი დაკვამლიანება ართულებს. ადგილზე მუშაობს ორი ირანული და ერთი ქართული ვერტმფრენი.

რაც შეეხება შილდას, ამჟამინდელი ინფორმაციით ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ე.წ მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრეების განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხერხდება.

ასევე, ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია სოფელ ხახაბოსთან და იქაც ე.წ მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე