მოსამართლემ, მთელ მის თაობას და ასევე სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი - მეუფე პეტრე ცაავა დეკანოზის განაჩენზე

საქართველო, თბილისი - 12:43 | 05.09.2017
ნანახია: 2219

,,დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პილატეს პირდაპირი მემკვიდრეები,“ - ეს განცხადება, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ განაჩენი არის ფარისევლური და ანტისახელმწიფოებრივი.

„დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ასევე უსამართლო, ფარისევლური განაჩენი და მე ვფიქრობ და ჩემი პირადი შეფასებით, როგორც მოსამართლემ, მის მთელ თაობას და შთამომავლობას, ასევე სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი ანუ თვითმკვლელობა, რომელიც მიუტევებელი ძალიან მძიმე ცოდვაა'', - აცხადებს მეუფე პეტრე.

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლემ გადაწყვეტილება კონკრეტული მაღალჩინოსნების მითითებით მიიღო.

„ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია და ნაბიჯი არ გვინახავს სინანულისა სახელმწიფოს პირველი პირებისა, რომლებიც უპრინციპოდ სდებენ ბრალს და ცილი დასწამეს დაკავებისთანავე და არ გადაუდგამთ მათ ამ ცოდვის გამოსყიდვის არანაირი ნაბიჯი,“ - აცხადებს მეუფე პეტრე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე