დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 12:07 | 05.09.2017
ნანახია: 1158

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ამ წუთწებში აცხადებს. ე.წ. ციანიდის საქმეზე, სასამართლო განხილვა თითქმის 8 თვე მიმდინარეობდა. 

სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დანმაშავედ სცო. მას 9 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა. 

განაჩენის გამოცხადებას თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დასწრებია. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე