დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 11:53 | 05.09.2017
ნანახია: 2598

ის ამზადებდა [დეკანოზი გიორგი მამალაძე] ანგარებით შორენა თეთრუაშვილის მკლელობას, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რომლითაც დასტურდება რომ გიორგი მამალაძემ აღნიშნული დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა.

,,ის ამზადებდა ანგარებით შორენა თეთრუაშვილის მკლელობას და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. გვაქვს გონივრული მოლოდინი რომ მოსამართლე და სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას და ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი", - განაცხადა გუბელაძემ.

დაცვის მხარის და მათ შორის, ირაკლი მამალაძეს მოლოდინი აქვს რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე