ე.წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 10:01 | 05.09.2017
ნანახია: 995

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზმა და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა 1-ელ სექტემბერს წარმოთქვეს. რის შემდეგაც მოსამართლე სატათბიროდ გავიდა.

როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე იმედს გამოთქვამენ, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.

დღეს, განაჩენის გამოცხადების პროცესი მედიისთვის გახსნილი იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე