როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველო, თბილისი - 17:30 | 04.09.2017
ნანახია: 1347

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში ჰაერი 30-დან 35 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთში 37 გრადუსამდე. მისი თქმით, 7 სექტემბერს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და აგრილდება. ჰაერი 24-დან 29 გრადუსამდე გათბება. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. 8 სექტემბერს გამოიდარებს, თუმცა გრილი ამინდი კვლავ შენარჩუნდება, 9-10 სექტემბერს კვლავ მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე