კოხტას მთაზე ცეცხლის რამდენიმე ღია კერა რჩება

საქართველო, თბილისი - 15:20 | 04.09.2017
ნანახია: 909

კახეთში, კოხტას მთაზე ცეცხლის რამდენიმე ღია კერა რჩება.

ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა სირაძის განცხადებით, შტაბის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ განახორიელეს საკონტროლო შემოფრენა ართანის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, ’ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

,,ართანის მთის მიმდებარე ტროტორიაზე ხანძრის ქრობის სამუშაოები ორი მხრიდან ხორციელდება. ვერტმფრენით გადავსხით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მეხანძრე-მაშველებთან ერთად, რომლებიც რამდენიმე დღეა ამ ლოკაციაზე მუშაობენ და ადგილმდებარეობაც კარგად იციან. დანარჩენი, დაახლოებით 300-ზე მეტი თანამშრომელი, ასევე მეხანძრე-მაშველებთან ერთად ქვემოდან ახდენს აღნიშნული კერის ლოკალიზებას. ძალიან რთული რელიეფია, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ სამუშაოები განვახორციელოთ, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაციის გაუმჯობესება დროულად მოხდეს’’, - განაცხადა ნიკა სირაძემ „იმედთან“ საუბარში. 


რაც შეეხება კოხტას მთის ფერდობზე არსებულ ვითარებას , სადაც ასევე ხანძარია, ნიკა სირაძის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა დროულად და შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე