დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინშია

საქართველო, თბილისი - 14:05 | 04.09.2017
ნანახია: 1124

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინშია. კემბრიჯის პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდებიან. 

ოფიციალური განცხადება კენსინგტონის სასახლეში რამდენიმე საათის წინ გააკეთეს. ორსულობის გამო ქეით მიდლტონი იძულებული გახდა დღეს ლონდონში დაგეგმილი ღონისძიება გადაედო. ის ამჟამად კენსინგტონის სასახლეში იმყოფება. პრინც უილიამს და ქეითს ორი შვილი ჰყავთ- ჯორჯი და შარლოტა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე