„ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად ემზადება - ენმ

საქართველო, თბილისი - 13:04 | 04.09.2017
ნანახია: 1110

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, „ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

როგორც ბოტკოველმა ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება „ქართული ოცნების" მიერ წინასწარ შერჩეული ლოიალური კანდიდატებით ხდება.

„აქ არის ორ კანონდარღვევაზე საუბარი და ასეთი კანონდარღვევები არის ყველა რაიონში, ასეთი მითითებები საოლქო კომისიებში მიდის აბსოლუტურად ყველა რაიონში. თელავის მაგალითზე ვიტყვი, რომ ამ წუთისთვის, 12 საათისთვის იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც უკვე გადაწყვეტილია იმ კონკურენტულ გარემოში, როდესაც თითოეულ საარჩევნო უბანზე 8, 7, 9, 11, 10 კონკურენტია 6 ადგილზე, „ქართული ოცნების“ შტაბიდან უკვე გადაცემულია სია და მითითება თუ რომელი 6 ადამიანი უნდა იქნეს არჩეული,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე