გორთან ახლოს ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 12:14 | 04.09.2017
ნანახია: 1090

გორთან ახლოს, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე