ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და ვერც ვერასდროს ვხედავდი - ანგელა მერკერი

საქართველო, თბილისი - 11:23 | 04.09.2017
ნანახია: 1165

ევროკავშირში თურქეთის ადგილი არ არის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა წინასაარჩევნო დებატებზე განაცხადა.

,,მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და ვერც ვერასდროს ვხედავდი,"- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერკელის თქმით, გერმანიამ თავისი მოქალაქეების დაკავების გამო თურქეთს შესაძლოა "ეკონომიკური სანქციებით" უპასუხოს, თუმცა დასძინა, რომ ანკარასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე