მაღალი დონის პროფესიონალები დაბრუნდებიან თავის რეგიონში - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:30 | 03.09.2017
ნანახია: 1045

მაღალი დონის პროფესიონალები დაბრუნდებიან თავის რეგიონში და იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის და მათი საკუთარი კუთხის სასიკეთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

,,ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდება ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს იმასაც, რომ მაღალი დონის პროფესიონალები დაბრუნდებიან თავის რეგიონში და იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის და მათი საკუთარი კუთხის სასიკეთოდ. ამ ყველაფრისთვის საჭიროა ჩვენი ერთსულოვნება, გაერთიანება იმისთვის, რომ ერთობლივი ძალით და ძალისხმევით, ერთად დგომით და სიყვარულით დავძლიოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს წინაშე დგას, სტაბილურობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო და ის დაბალანსებული პოლიტიკა, რასაც ვეწევით ქვეყნის შიგნით და გარეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მშვიდობის შესანარჩუნებლად და იმ სტრატეგიული ხაზის გასაგრძელებლად, რაც ევროპის ნამდვილ წევრად გახდომას გულისხმობს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე