რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მას დიპლომატიური ობიექტები

საქართველო, თბილისი - 17:38 | 03.09.2017
ნანახია: 1586

რუსეთი აშშ-ს  მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მას დიპლომატიური ობიექტები, რომლებიც, ,,აშშ-მა ჩაიგდო ხელში სან-ფრანცისკოსა და ვაშინგტონში“. განცხადება ამის შესახებ, დღეს,  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა  და აშშ-ს ქმედებას „ღიად მტრული აქტი“ უწოდა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესებაში, რასაც ამჟამად აქვს ადგილი,“ - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ხელისუფლებამ კონტროლი დააწესა რუსეთის საკონსულოზე სან-ფრანცისკოში, ასევე სხვა დიპლომატიურ შენობებზე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს ამ შენობების დაცლის განკარგულება გასცა პასუხად რუსეთის განკარგულებაზე, რომ რუსეთში თავისი დიპლომატიური პერსონალი 455 ადამიანამდე, ანუ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, 755 ადამიანით შეემცირებინა.

მოსკოვის ეს ნაბიჯი კი, რეაქცია იყო ახალ სანქციებზე, რომლებიც აშშ-მა რუსეთს დაუწესა უკრაინაში აგრესიის გამო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე