,,ჩეჩნეთში გეები არ არიან და თუ არიან, წაიყვანეთ კანადაში'' - კანადამ ლგბტ თემის ჩეჩენ წარმომადგენლებს თავშესაფარი მისცა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 03.09.2017
ნანახია: 1571

კანადამ სექსუალური უმცირესობის ჩეჩენ წარმომადგენლებს თავშესაფარი მისცა, ამის შესახებ ინფორმაციას The Sundaily ადამიანის უფლებებზე მომუშავე კანადურ ორგანიზაციაზე Rainbow Railroad დაყრდნობით ავრცელებს.

უფლებადამცველთა ცნობით, ორგანიზაცია ჩეჩნეთში მცხოვრებ ლგბტ თემის 35 ადამიანს დაეხმარა. გამოცემა The Globe and Mail-ი წერს, რომ Rainbow Railroad-ს კანადის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ჩეჩენი გეები და ბისექსუალები სამი თვის განმავლობაში კანადაში მალულად გადაჰყავდათ, რის გამოც კანადასა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.

,,კანადა ამაყია იმით, რომ ის გვერდში უდგას და იცავს ლგბტ ადამიანთა უფლებებს აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ.

ივლისში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა, ტელეკომპანია HBO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ,,ჩეჩნეთში გეები არ არიან", - ,,და თუ არიან, წაიყვანეთ კანადაში, ჩვენგან შორს... ასე გაიწმინდება სისხლი".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე