საქართველოს 2 მოქალაქე გერმანიაში მატარებელმა იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 03.09.2017
ნანახია: 1154

უბედური შემთხვევა მოხდა გერმანიაში. არსებული ინფორმაციით, ქალაქ ადლიგენში მატარებელი საქართველოს 2 მოქალაქეს დაეჯახა.

გერმანული მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცები სადგურში ღამით გადაადგილდებოდნენ, სატვირთო მატარებელს ყურადღება არ მიაქციეს და მათ დაეჯახა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაწყებულია გარდაცვლილი მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა. გარდაცვლილთა ვინაობას საგარეო უწყებაში ჯერჯერობით არ ასახელებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე