საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების კრიტერიუმები შეიცვლება

საქართველო, თბილისი - 18:07 | 01.09.2017
ნანახია: 1265

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების კრიტერიუმები დაიხვეწება, -  ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღემდე, 1-ელ სექტემბრამდე პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის საგანმონაკლისო წესით მინიჭება ლიბერალურ ხასიათს ატარებდა.

,,სულ უფრო მზარდი ხდება იმ პირთა რიცხვი, რომელთაც სურთ მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით. დღემდე, 1-ელ სექტემბრამდე პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის საგანმონაკლისო წესით მინიჭება ლიბერალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა ახლი რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მიდგომების სრულყოფა და დახვეწა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან კიდევ უფრო მეტად იხვეწება კრიტერიუმები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრების ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მე ვიწყებ კონსულტაციებს შესაბამის უწყებებთან იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული თემა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხთან კავშირში არ არის. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე