სადახლოზე, ყაზბეგში, მტკვარსა და თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 18:05 | 01.09.2017
ნანახია: 1220

21 – 30 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“,  ,,ყაზბეგი“, ,,მტკვარი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული  (12 აბი), ნარკოტიკულ-ფსიქოტროპული (16 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება ,,ოპიუმი“ (1.3კგ.) და მარიხუანა (0.78 გრ.) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე