ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ძალაში შევიდა

საქართველო, თბილისი - 17:38 | 01.09.2017
ნანახია: 1189

ხელშეკრულება ასოცირების შესახებ ევროკავშირსა და უკრაინას შორის, 1 სექტემბერს ძალაში შევიდა.  უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუკით გავრცელებული განცხადებით საზეიმოდ აღნიშნა ეს დღე.

პეტრო პოროშენკომ ამ დღეს უწოდა იმგვარი მომავლის „დადასტურების მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ავირჩიეთ „ღირსების რევოლუციის“ შედეგადო. პოროშენკო გულისხმობდა სახალხო გამოსვლებს კიევში, 2013 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ. იანუკოვიჩი ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგი იყო.

„ხელშეკრულების ძალაში შესვლა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელოვანგანახლებას წარმოადგენს“, - განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე კაია ტაელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე