უკრაინამ რუსეთს გია ცერცვაძის გადაცემაზე უარი უთხრა

საქართველო, თბილისი - 17:35 | 01.09.2017
ნანახია: 1226

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი უთხრა რუსეთის მოთხოვნას, გადასცეს მას მოხალისე მეომარი, საქართველოს მოქალაქე, გია ცერვაძე. ,,რადიო თავისუფლების“ ინფორემაციით, შესაბამისი წერილი ცერცვაძის ადვოკატმა მედიას წარუდგინა.

ადვოკატ კსენია პროკონოვას თქმით, ჩვეულებრივ, ამგვარ ვითარებაში, უკრაინა თანხმდებოდა ხოლმე ექსტრადიციას. მისი თქმით, „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, არ გადავეცით სახელმწიფოს, რომელთანაც ომი გვაქვს, მეომარი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა. და მეორე: მას შეეძლება კანონიერად დარჩეს უკრაინაში, იცხოვროს, იმუშაოს და გააგრძელოს ის, რისთვისაც ჩამოვიდა“, - განაცხადა პროკონოვამ.

ცერცვაძე აპირებს უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად განცხადების შეტანას. ამასთან, მისი თქმით, სურს საბრძოლო მოქმედებათა ზონაში დაბრუნება და უკრაინის დასაცავად ბრძოლა.

ცერცვაძე კიევის აეროპორტში  მიმდინარე წელს, 15 იანვარს დააკავეს საქართველოდან დაბრუნებისას. მას რუსეთი ეძებს და მოითხოვდა მის ექსტრადიციას იმის გამო, რომ ეჭვმიტანილია სოჭში განზრახ მკვლელობის ჩადენასა და მკვლელობის მცდელობაში. ის პატიმრობიდან დროებით, 27 იანვარს გაათავისუფლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე