სასამართლომ ლევან ძაგნიძეს და ვალერი მიმინოშვილს პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 01.09.2017
ნანახია: 1205

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და მასთან ერთად დაკავებულ ვალერი მიმინოშვილს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე დავით კურტანიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა 30 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ვალერი მიმინოშვილის გათავისუფლებაზე არ დააკმაყოფილა. 

წინასასამართლო სხდომა 25 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, ლევან ძაგნიძე და ვალერი მიმინოშვილი თაღლითობის მცდელობისთვის დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე