გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო

საქართველო, თბილისი - 17:23 | 01.09.2017
ნანახია: 1106

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო.

შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

,,საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილული იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, როგორც სამხედრო თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის შიდა, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე