,,ფეისბუქმა'' ქართველი გოგონა სამუშაოდ აიყვანა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 01.09.2017
ნანახია: 1808

,,ფეისბუქმა'' ქართველი გოგონა სამუშაოდ აიყვანა. ნინა ნუცუბიძე პირად გვერდზე ,,ფეისბუქიდან'' მოსულ წერილს აქვეყნებს:

,,გილოცავთ! აღფრთოვანებული ვართ ჩვენს გუნდში თქვენი შემოერთებით'', - წერია გზავნილში.

,,ჰო კაი, ვნებდები. ყველამ იცით ისედაც უკვე და რაღაზე ვიკლებ ონ ზის დეის ბედნიერებას, ან უბედურებას, თუ ყველა საჭირო ვიზა ვერ მივიღე. დათოს გოგო ფეისბუქში აიყვანეს!", - წერს ნუცუბიძე ,,ფეისბუქის'' პირად გვერდზე.

შერჩეული კანდიდატის მოვალეობები იქნება: ინსტაგრამზე და ფეისბუქზე შეტყობინებული კონტენტის განხილვა და გადაჭრა, მომხმარებლების მოთხოვნებზე პასუხის გაცემა, დსთ-ს ბაზარზე მომხმარებლების მხარდაჭერის გაუმჯობესება, შესაბამისი მონაცემების შეგროვება, ანალიზი და გამოყენება, მსხვილი და კომპლექსური საკითხების გადაჭრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე